სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა წარმატებულ, პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულ პედაგოგს - მაკა ცერცვაძეს გვაცნობს 
05-10-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საქართველოს განათლების სისტემისა. სკოლა მუდმივად ცდილობს იყოს ინოვაციური პროექტებისა თუ კონკურსების ღირსეული მონაწილე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს - ცირა ბრეგვაძეს.

აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესს ღვაწლმოსილი და კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

სწორედ მათ რიგებშია მაკა ცერცვაძე. იგი ჩართულია ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგში, რომელიც ორიენტირებულია სკოლებში პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მაკა ცერცვაძემ ცამეტწლიანი გზა მასწავლებლობისა წარმატებით განვლო.

„ყველაზე ლამაზი, თბილი, ტკბილი და საყვარელია!“- ასე ახასიათებენ მას სკოლის მოსწავლეები. მაკა ცერცვაძის ხასიათის ნათელი შტრიხები აქ არ სრულდება...

„2021 წელს ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში დასაქმდა მაძიებელი მასწავლებელი ნინო ხვედელიძე.

როგორც თვითონ აცხადებს, პანდემიის დროს მიხვდა, რომ ბავშვებთან  ურთიერთობა, მათ სულიერ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი მისი მოწოდება იყო! სწორედ მაკა ცერცვაძე გახდა ნინო ხვედელიძის ტუტორი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ქალბატონ ნინოს წარმატებით გაევლო მაძიებლობა.

მიუხედავად თავისი სტატუსისა, ქალბატონი ნინო ცდილობდა აქტიურად ჩაბმულიყო სასკოლო ფერხულსა და სხვადასხვა პროექტებში. იგი ერთ-ერთი მომხსენებელი იყო გასულ წელს გამართული ეროვნული კონფერენციისა „ზოგადი რეფორმის  კვალდაკვალ“. ასევე, მონაწილეობდა თავის მოსწავლეებთან ერთად ქალაქში გამართულ ღონისძიებაში - „ო, ენავ ჩემო!“

დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგია ის, რომ 2023 წელს მაკა ცერცვაძე როგორც წამყვანი, ნინო ხვედელიძე კი როგორც უფროსი მასწავლებელი, ისე დაუბრუნდა  სკოლას! ვულოცავთ ორივეს ამ წარმატებულ ნაბიჯებს და ვუსურვებთ მუდამ აღმასვლას!“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება