| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში ახალი საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ მეგობრებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება.
სწორედ ამ ინიციატივის განსახორციელებლად X კლასის მოსწავლე ლიზი ტყაბლაძემ (დამრიგებელი ვენერა ობოლაძე), მეწარმეობის კლუბისა და ხელოვნების გაკვეთილის ფარგლებში, დაინტერესებულ თანასკოლელებს ჩაუტარა მასტერკლასი - ფერადი წებოვანი ქაღალდებით ყვავილების დამზადებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეძლეს მიჰყოლოდნენ ლიზის დეტალურ ინსტრუქციებს და მისი დახმარებით დაამზადეს სხვადასხვა ფერის ხელოვნური ვარდები.
„პროცესი შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა საინტერესო. სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ლიზი ტყაბლაძეს და ეცდება სხვა მოსწავლეებსაც მისცეს საშუალება საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი