| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში, მშვიდობის დღე შემეცნებითი და საინტერესო შეხვედრით აღინიშნა.
მოსწავლეებმა, ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე, ამ დღის არსი გაიაზრეს და თავიანთი დამოკიდებულებები ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ აღნიშნეს, რომ მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა. 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიწურულს, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები მშვიდობის თემაზე.
„დღეს მსოფლიო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა, ამოწურვადი ბუნებრივი რესურსები და ა.შ. ეს კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირიპირებისთვის და საფრთხეს უქმნის მშვიდობას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ამიტომ ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით, გაერთიანებით უნდა შევძლოთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება“, -ამ სიტყვებით დაასრულეს მოსწავლეებმა, შემეცნებითი, საინტერესო, ინტერაქციული და ინფორმაციული შეხვედრა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება