სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლაში აქტუალური გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2018
-
+


სენაკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო მორგოშიამ IX კლასში ჩაატარა გამჭოლი კომპენტაციის განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო საგნობრივი კომპენტეციისა (წიგნიერება-საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება) და სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.

მასწავლებელმა გაანალიზა საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციის ურთიერთკავშირი, მოიძია რესურსები და შეიმუშავა სათანადო აქტივობები.

სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეო-რგოლი - „ჩაგრულები დღეს და ბატონები ხვალ“ და ანიმაციური ფილმი - ,,ბულინგი პრობლემაა“ ნახეს. პედაგოგმა მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად კოგნიტური სქემები წარუდგინა. 

გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.

„გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი „ბულინგი“ და ამაღლდა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. გაკვეთილი იყო აქტუალური, რადგან ძალადობა მწვავე სოციალური პრობლემაა და ის განსაკუთრებული სიმძაფრით სკოლაში ვლინდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება