სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევა სავარაუდოდ ოქტომბერში დასრულდება“ - ამილახვარი 
03-10-2023
-
+


როდის ვიხალვთ საჯარო სკოლებში ახალ დირექტორებს და როდის დასრულდება სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი? - ამ კითხვებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პასუხი არცთუ ამომწურავია, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ განრიგი გაწერილია, დირექტორების არჩევის პროცესი კი დაწყებული.

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

„უახლოეს მომავალში, მიდის ეს პროცესი, არის წესით გაწერილი და უახლოეს მომავალში დასრულდება. უახლოეს, მე ვფიქრობ, ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს“, - აღნიშანვს ამილახვარი.

შეგახსენებთ, რომ სერტიფიცირების პირველ ეტაპზე 1839 აპლიკანტი გავიდა, მეორე ეტაპზე გასვლის უფლება 755-მა აპლიაკნტმა მოიპოვა, საბოლოო ჯამში კი სერტიფიცირება 593-მა პირმა გაიარა. 

რაიონის სკოლების 47 %-ს დირექტორობის კანდიდატი არ ჰყავს - დეტალური ინფორმაცია

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ ივლისში გამოქვეყნებული ბიულეტენის მიხედვით, სკოლების ნაწილში დირექტორობის მსურველი არც ერთი კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული, ზოგან კი ხელმძღვანელობის მსურველთა რაოდენობა 10-ს აჭარბებს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება