სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ ვისწავლე, რომ არასდროს დავნებდე“ - ასპინძის ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული
11-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ასპინძის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ასპინძის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ფართლაძე, ასპინძის მერის მოადგილე ლევან ბერიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძე, რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ასპინძის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მელიქიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, „ეტალონმა“ წარმატებისკენ მუდმივ სწრაფვასა და საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვას მიაჩვია:

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი პატივი და სტიმულია ჩემთვის. აქ ვისწავლე, რომ არასდროს დავნებდე და მუდამ საკუთარი შედეგების გაუმჯობესებისკენ ვისწრაფოდე. დიდი ემოციებით, ცოდნითა და გამოცდილებით დატვირთული მივდივარ სახლში.“

ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ფართლაძე მიესალმება „ეტალონის“ ეროვნულ მიზნებს:

„ეტალონი“ ინტელექტუალური პროექტია, რომელიც ქვეყანას განათლებულ, თავდაჯერებულ და წარმატებულ მომავალ თაობას უზრდის. მადლობა პროექტს ეროვნული მიზნების დასახვისა და განხორციელებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს.“

ასპინძის მერის მოადგილე ლევან ბერიძე მადლობას უხდის „ეტალონს“ ასპინძაში ცოდნის ზეიმის მოწყობისთვის:

„მადლობა პროექტს, რომ ჩვენთან ცოდნის ზეიმი მოაწყო. ბედნიერებაა ამდენი ნიჭიერი და წარმატებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდის ხილვა. მთელი ქვეყანა უნდა ხარობდეს ამ წუთებით, ამიტომაც, აუცილებელია „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება.“

ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძე ასპინძას „ეტალონის“ სტუმრობას ულოცავს:

„ახალგაზრდებში განათლების წახალისება-ხელშეწყობა და მათი წინსვლისკენ ორიენტირება ნამდვილად საქვეყნო საქმეა. მადლობა „ეტალონს“ ამ ფასეულობებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია პროექტის მასპინძლობა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს, მჯერა, გაამართლებენ ასპინძის იმედებს.“

ასპინძის რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი მადლობას უხდის „ეტალონს“ ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:

„ინტელექტ-ჩემპიონატი ორგანიზებულად, ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მახარებს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და შედეგები. მადლობა „ეტალონს“ მომავალზე ზრუნვისა და მათი წარმატების ხელშეწყობისთვის. მეტ წინსვლას ვუსურვებ ჩვენ მოსწავლეებს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს.“

ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე აღნიშნავს, რომ ნინომ პროექტში გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა:

„ნინო მიზანსწრაფული და ნიჭიერი მოსწავლეა, ნამდვილად დამსახურებულად მოიპოვა გამარჯვება და სკოლის იმედები გაამართლა. მადლობა „ეტალონს“ მონიჭებული სიხარულისა და მომავლის საქმის მსახურებისთვის.“

„ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნინო მელიქიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება