| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როგორც მართლმადიდებლური ცენტრში გვიყვებიან, მათ თვალციმციმა გოგო-ბიჭებს, პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცეს და წარმატებებით, სიყვარულით სავსე წლები უსურვეს.
ბავშვები მოტივირებულები დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს და შემართებით აგრძელებენ სწავლას. მათ მართლმადიდებლური ცენტრის დირექტორი-დეკანოზი გაბრიელ (გოჩა ჟღენტი) სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ძვირფასო გიმნაზიელებო, მშობლებო, პედაგოგებო დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნით ხვალინდელ საქართველოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც დარწმუნებული ვართ იქნება სიხარულით, სიყვარულით, უამრავი ცოდნით, სავსე და გაბრწყინებული.უფალი იყოს თქვენი მფარველი!“, - აღნიშნავს დირექტორი-დეკანოზი გაბრიელ (გოჩა ჟღენტი).
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება
სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ