სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N16 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საზიმო ვითარებაში დაიწყო
18-09-2023
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

2023-2024 სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა მზია სულამანიძემ მიულოცა.

„გილოცავთ ახალი 2023-3024 სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებების, ახალი გამოცდილებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა/რეალიზების წელი ყოფილიყოს ყველასათვის! განსაკუთრებით ვულოცავთ, ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს და ეზიარებიან ცოდნის უკიდეგანო სივრცეებს.
ვულოცავთ მშობლებს! თქვენი ნდობა და მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში. გჯეროდეთ, რომ სკოლა მაქსიმალურად გაითვალისწინებს თქვენი შვილების ინტერესებსა და მისწრაფებებს“,- მიმართა სკოლის დირექტორმა, მზია სულამანიძემ სასკოლო საზოგადოებას. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება