სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღინიშნა 
18-09-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

სასკოლო საზოგადოებამ, თავდაპირველად, ტრადიციული შეხვედრის დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი შოვისა და გურიის ტრაგედიების დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს. შემდეგ მოსწავლეებმა საყვარელი ლექსები, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს. გარდა ამისა, კურსდამთავრებულებმა მშობლიურ სკოლას მადლობა გადაუხადეს და პირველკლასელებთან ერთად საქართველოს დროშა აღმართეს, დარეკეს სკოლის ზარი და პატარები მერხებთან მიაცილეს. პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ.

თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

„შენ, გამარჯობა, სკოლავ! დიდი ენთუზიაზმით შემოვიდნენ 15 სექტემბერს მონატრებულ სკოლაში ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები და დაიწყო 2023-2024 სასწავლო წელი.
დამრიგებლებმა მშობლებს გადასცეს სახელმძღვანელოები, ისაუბრეს შინაგანაწესზე, სასკოლო კურიკულუმებზე და დასახეს ერთობლივი აქტივობები დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად. ფეხბედნიერად შემოსულიყოს ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება