სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და სიხარულით აღსავსე სასწავლო წელს“- განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება აღინიშნა
18-09-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა ლამარა კოხრეიძემ დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, კოლეგებო, გილოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და სიხარულით აღსავსე სასწავლო წელს. გისურვებთ, ნაყოფიერ, შემოქმედებით და გამარჯვებით გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენი ოცნებების ასასრულებლად! ჩემო ძვირფასო პირველკლასელებო, გილოცავთ, ჩვენი სკოლის კედლებში შემობრძანებას“,- მიმართა დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ვის დაევალა ბაღების მონიტორინგი - დადგენილება

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

სკოლაში სპორტისა და ჯასნაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება