სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოქვეყნდა შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში
04-08-2023
-
+


გთავაზობთ აბიტურიენტთა გამოცდის პირველად შედეგებს ბიოლოგიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და ზოგად უნარებში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ბიოლოგიისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70, ქიმიის -  63, გეოგრაფიის -  59, ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულა კი - 80. 

აბიტურიენტებს თითოეული ზემოხსენებული საგნის გამოცდა (გარდა ზოგადი უნარების გამოცდისა) ჩაბარებულად ჩაეთვლებათ, თუ გადალახეს ამ  საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო ზოგად უნარებში -მაქსიმალური ქულის  30%-ზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ). 

ბიოლოგია - შეფასების სქემა

ქიმია - შეფასების სქემა 

გეოგრაფია - შეფასების სქემა

ზოგადი უნარების შეფასების სქემა აზერბაიჯანულ ენაზე 

ზოგადი უნარების შეფასების სქემა სომხურ ენაზე - I ვარიანტი 

ზოგადი უნარების შეფასების სქემა სომხურ ენაზე (დამატებითი სესია) 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - შეფასების სქემა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება