სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგ სკოლაში დირექტორობის მსურველი საერთოდ არ დარეგისტრირებულა, ზოგში კი მხოლოდ ერთი უკონკურენტო კანდიდატია
19-07-2023
-
+


ქალაქის 478 სკოლიდან 45 სკოლაში საერთოდ არ არის დირექტორობის კანდიდატი - აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ ბიულეტინში - „დირექტორობის კანდიდატები საქართველოს საჯარო სკოლებშია“ აღნიშნული.

TOP 10 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორობის ყველაზე მეტი კანდიდატია დარეგისტრირებული

როგორია კონკურენცია ქალაქის სკოლებში? -  ქალაქში არსებულ 478 სკოლაში597 სერტიფიცირებული კანდიდატია დარეგისტრირებული - საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე 1,25 კონკურენტია.

ქალაქის 478 სკოლიდან 45 სკოლაში საერთოდ არ არის კანდიდატი (ქალაქის სკოლების საერთო რაოდენობის თითქმის 10%-ში), ხოლო 210 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატია, ანუ ქალაქის სკოლების 53%- ში არანაირი კონკურენცია არ არის.

დაბალია კონკურენცია სკოლებში, რომლებსაც ერთი ვადით ნამუშევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდათ, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა, მეორე ვადით იყვნენ არჩეული. როგორც ჩანს, ასეთ სკოლებში კონკურენციაში ნაკლებად შევიდნენ ახალი კანდიდატები.

რაც შეეხება სკოლებს, სადაც კანდიდატი საერთოდ არ არის, აქ სკოლების ფართო სპექტრია, მათ შორის დიდი ქალაქების: თბილისის, ქუთაისი, ბათუმის საჯარო სკოლებიც.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება