| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2023 წლის ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე აბიტურიენტები 14:00 საათზე გამოცხადდნენ და პირველმა აპლიკანტებმა უკვე დატოვეს საგამოცდო სივრცე.
„ავთანდილი-ტარიელი“, „როსტომ ერისთავი“... „რედაქტირებაში მძიმეები ჩავამატე“ - რა წერეს აპლიკანტებმა ქართულის გამოცდაზე
რა საკითხები შეხვდათ გამოცდაზე? - etaloni.ge-ს კითხვაზე განმარტეს, რომ თემა „დიდოსტატის მარჯვენადან“ შეხვდათ, არაპროგრამულიდან კი - ანა კლანდაძის ლექსი; რაც შეეხება რედაქტირებას, დეტალები არ ახსოვთ, თუმცა ზოგ სიტყვას ასო აკლდა და ზოგან სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი. ტესტის სირთულეს რაც შეეხება, აპლიკანტების თქმით, მაინცდამაინც რთული არ ყოფილა, თუმცა მარტივსაც ვერ უწოდებენ;
რადიკალურად განსხვავებული პასუხი ჰქონდა აპლიკანტების მეორე ნაწილს - გვითხრეს, რომ წერეს „შუშანიკის წამება“ - ადამიანები განსაცდელში მარტო რომ რჩებიან და არაპროგრამულიდან იყო ბესიკ ხარანაულის „კარტოფილის ამოღება“...
ასე გაგრძელდა ქართული ენის გამოცდის მეორე სესია - ზოგი შუშანიკს წერდა და ზოგი დიდოსტატს... საბოლოოდ, ვინ რა და როგორ დაწერა, უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი აპლიკანტების კომენტარებს უცვლელად გთვაზობთ:
„შუშანიკი შემხვდა, რედაქტირება კი ხიდების მშენელობაზე იყო… მარტივი იყო , კარგად დავწერე… კარგი მოლოდინები მაქვს“;
„თემა იყო, ღირსეული ადამიანები განსაცდელში მარტო რომ რჩებიან. ტექსტი შუშანიკზე იყო. ტექსტის რედაქტირებაში პუნქტუაციური შეცდომები იყო, სტილისტური ხარვეზი არ შემხვედრია. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი