სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობა და წარმატებაა“ - „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“
07-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე, რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ბათუმის N14 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სანდრო მამულაძე.

იგი მადლობას უხდის პროექტს მინიჭებული სიხარულისა და გამოცდილებისთვის:

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობა და წარმატებაა. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა პროექტს მოცემული შანსისა და გამოცდილებისთის. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავამართლო იმედები და ბათუმი „ეტალონის“ ფინალზე ღირსეულად წარვადგინო.“

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთელი საქართველოსთვის უმნიშვენლოვანეს პროექტ „ეტალონს“:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია არა მხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს, რომ ნიჭიერი, თავდაჯერებული და წარმატებული ახალგაზრდობის ხელშეწყობით ეროვნულ საქმეს ემსახურება. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „ეტალონს“.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე მიესალმება „ეტალონის“ მიზნებს და მეტ წარმატებას უსურვებს პროექტს:

„მივესალმები „ეტალონის“ ეროვნულ მიზნებს. პროექტი ჩვენი ახალგაზრდობის ცოდნისადმი მისწრაფებასა და წინსვლას უწყობს ხელს. მოსწავლეებიც აქტიურად და მაღალი შედეგებით ასპარეზობენ ინტელექტ-ჩემპიონატში, რაც სასიხარულოა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობასა და „ეტალონს“ მომავლის საქმეში.“

„ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი სანდრო მამულაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება