სიახლეები
სიახლეები

ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - ორგანიზაციებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა
21-06-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს N 70/ნ ბრძანების თანახმად აცხადებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შესარჩევ კონკურსს.

კონკურსში მონაწილე, ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი - 18:00 საათი.

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს - შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tpdc.ge (განცხადების ფორმა გთხოვთ იხილოთ)

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV);
ბ) ტრენინგმოდულის პირობებით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;
გ) საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის შერჩევას/შესაბამისობის დადგენას ახდენს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„შეუძლია შემოხაზოს - 1 ქალაქი, 1 ფაკულტეტის პრინციპით, ანუ გასაგებია, რომ ის პროგრამა რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს“

რეფორმა საბავშვო ბაღებსაც შეეხება - „სამინისტრო მუშაობს...“

მოსწავლეებისთვის მობილურებთან ერთად საათებიც აიკრძალება - შეზღუდვა კერძო სკოლებზეც გავრცელდება

„გადაწყვეტილება მიღებულია...“ - მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე 

„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სკოლისთვის ამზადებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

შეხვედრის ფარგლებში ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება

 

ბაშვებმა საკითხის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ბულინგი კომიქსების, ნახატების და პლაკატების საშუალებით დაგმეს

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების გამართვაში მიუძღვის წვლილი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება