| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ესპანეთში ვიზიტისას ქართული მხარე ასევე შეხვდა ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორ ტომას ბორტფელდს, წამყვანი ესპანური ონკოლოგიური კლინიკის, Quironsalud-ის სამედიცინო დირეტორს - რეიმონდ მირალბელსა და იტალიაში მოქმედი წამყვანი სამეცნიერო-კვევითი ცენტრის, CNAO-ს გენერალურ დირექტორს - სანდრო როსსის. შედეგად, სამივე მეცნიერმა გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული წამყვანი ცენტრები უზრუნველყოფენ ადრონული თერაპიის ცენტრის მეცნიერთა სტაჟირებასა და გადამზადებას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ზეგამტარული ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მეგა-პროექტებია. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა