სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა
07-05-2018
-
+


გორელოვკის N3 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის, ირინე ნოზაძის ორგანიზებით ნინოწმინდის რესურცენტრში ინგლისურ ენასა და მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა. 

მასში  ადგილობრივი პედაგოგი ნაირა აივაზიანი, მუნიციპალიტეტის 9 სკოლის 32 მოსწავლე და პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კოსულტანტ-მასწავლებლები (ირა გოგილაშვილი, თამუნა ჩარკვიანი, ნინო ქერაშვილი) აქტიურად ჩაერთნენ. 

კონფერენციას პარტნიორობას ნინოწმინდის რესურსცენტრი, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი ქეითლინ ქარმელი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორი თამაზ კარაპეტიანი და გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა სუდაძე უწევდნენ.

კონფერენციის მონაწილეები ჟიურიმ შეფასების წინასწარ დამტკიცებული რუბრიკის საფუძველზე შეაფასა. 

მოსწავლეთა რეიტინგი კი ასეთია:

პირველი ადგილი - გელა ბერიძე, სპასოვკის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი - ირინე ნოზაძე);

მეორე ადგილი - აიდა მკრტჩიანი, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა (მასწავლებელი - თამუნა ჩარკვიანი);

მესამე ადგილი - დარია სტრუკოვა (ორლოვკის საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ნინო ქერაშვილი);

ჟიურის სიმპათია - თამუნა ბერიძე (გორელოვკის N3 საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ირა გოგილაშვილი) და ლოლა ესოიანი (ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა, მასწავლებელი - ნაირა აივაზიანი). 

საუკეთესო პრეზენტაცია ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ მირეი წინწკალაძემ წარმოადგინა (მასწავლებელი - თამუნა ჩარკვიანი).

ორგანიზატორის, ირინე ნოზაძის განცხადებით, კონფერენციის მიზანი მოსწავლეთა  დამოუკიდებელად მუშაობის და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარების ხელშეწყობა, ცოდნის გაღრმავება, ნიჭიერი მოსწავლეების მოტივირება და მათი წარმოჩენა იყო. 

ირინე ნოზაძე აქტიური ჩართულობისა და თანადგომისათვის პარტნიორებს, მხარდამჭერებსა და მოსწავლეებს  მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება