სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდებს წელს 75 ათასზე მეტი აპლიკანტი ჩააბარებს - NAEC წინასაგამოცდო დეტალებს ასაჯაროებს
12-06-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად ემზადება 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად. ცენტრი უახლოეს მომავალში დაიწყებს პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
 
წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც - გამოცდების ჩასაბარებლად რაჭიდან სხვა რეგიონში წასვლა საჭირო აღარ იქნება, რაც აბიტურიენტებს როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. 
 
საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, და აგრეთვე, კალმებს. მალე გამოქვეყნდება საგამოცდო განრიგი, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება  საგამოცდო ცენტრებში. 
 
საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სულ მალე დაასრულებს გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და ანალიზს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.   
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრების (ღია კარის დღეები) გამართვას, როგორც პირისპირ (უკვე ჩატარდა 17 ქალაქში), ასევე ონლაინ რეჟიმში. 
 
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება