სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“- დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა 
02-06-2023
-
+


დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები დაუღალავად შრომობენ. 

სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი დღესასწაულები აღინიშნება. გამონაკლისი არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყოფილა. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქციეს. 

სკოლის ეზოში გაიმართა ერთგვარი ფლეშმობი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელები: მ. აბულაძე, დ. დიასამიძე, თ. ბოლქვაძე. ი. ჩიტაძე) სიმღერა შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. გარდა ამისა, მათ ბავშვთა უფლებებისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს. 

„სკოლის სახელით, ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დაე, მუდამ ეცხოვროს ყველა პატარას მშვიდობიან, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში! მუდამ გვესმოდეს პატარების ყიჟინა და ჟრიამული! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება