სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლების ქართული ენის მასწავლებლის - თამარ დევდარიანის ორგანიზებით საინტერესო კონფერენცია გაიმართა
02-06-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხისა და თამაზ მელიქიძის სახელობის კოთელიის საჯარო სკოლების ქართული ენის მასწავლებლის თამარ დევდარიანის ორგანიზატორობითა და არაფორმალური განათლების ცენტრის მხარდაჭერით, 31 მაისს კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას კოთელიის საჯარო სკოლა მასპინძლობდა, რომელშიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ტურცხის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის თემა - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“, გახლდათ.

თემის ფარგლებში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა: რობერტ ავეტისიანმა, მერუჟან ღუკასიანმა და ჰოვსებ ავეტისიანმა, როგორც სკოლის ინიციატორთა კლუბის წევრებმა, კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს მათ მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი პროექტი.

ხოლო მე-10 კლასის მოსწავლეებმა - ამირან პიჭიკიანმა, მარიამ ალბერტიანმა, ლენა ელაზიანმა და მარგარიტა ელიაზიანმა, რომლებიც წარმოადგენენ სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს, კონფერენციაზე გააზიარეს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „პროფესია და ჩვენი მომავალი“.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის ყველა მონაწილე მოსწავლეს და უსურვებს ულევ წინსვლასა და წარმატებას.

„განსაკუთრებული მადლობა კონფერენციის ორგანიზატორს - თამარ დევდარიანს ასეთი ძალიან დასაფასებელი და დიდი საქმისთვის, ასევე კონფერენციის მხარდამჭერი არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ანა კვიჟინაძეს, იმისათვის, რომ სწორედ მისი თანადგომით საშუალება მიეცათ ჩვენი რეგიონის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მონაწილეობა მიეღოთ ასეთ საინტერესო და ნაყოფიერ შეხვედრაში და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი მიღწევები და გამოცდილება არაფორმალური განათლების მიმართულებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება