სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორისციხეს საჯარო სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
02-06-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი კონკურსი იმართება.

ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანები“ ჩატარდა, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობდა.

გუნდებს კაპიტნობას ამავე სკოლის პედაგოგები უწევდნენ. გუნდ „მოაზროვნეების“ კაპიტანი-გულიკო ელოშვილი, „პირველების“ კაპიტანი - როდამი მაისურაძე, ხოლო „საუკეთესო ხუთეულის“  კაპიტანი - ნათია ელოშვილი იყვნენ.

ვიქტორინა ოთხ სხვადასხვა ეტაპს მოიცავდა, რომელიც ბევრი საინტერესო და სახალისო კითხვისაგან შედგებოდა.

აღნიშნული ვიქტორინის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში სწავლის საჭიროების დანახვა, გუნდური მუშაობის, შემეცნებითი აზროვნების და სხვა უნარების განვითარება იყო.

ვიქტორინის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომელიც გახდა, პედაგოგ გულიკო ელოშვილის გუნდი - „მოაზროვნეები“.

მონაწილეებს სიგელები გადაეცათ,  ხოლო გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება