| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი თბილი და ემოციური აქტივობა შეასრულეს.
მოსწავლეებმა დაწერეს, როგორია მათი საყვარელი მასწავლებელი და ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდნენ მას. შემდეგ კი თავიანთი გულწრფელი და თბილი ჩანაწერები სკოლის ეზოში, სპეციალურად მომზადებულ „მადლიერების ხეზე“ მიამაგრეს.
„პატარა ფურცლებზე დაწერილი სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ბავშვის ცხოვრებაში - მის სიტყვას, მხარდაჭერას, სითბოსა და ყურადღებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მადლიერების, ემპათიისა და დადებითი ემოციების გამოხატვის უნარის განვითარებას. ამავდროულად, ბავშვებს ეხმარება საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულებების სიტყვიერად გამოხატვაში, აძლიერებს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას და ქმნის სკოლაში სითბოს, პატივისცემისა და ურთიერთდაფასების გარემოს.
„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო. და დღეს ჩვენი „მადლიერების ხე“ სწორედ ასეთი პატარა, მაგრამ ძალიან ძვირფასი სიტყვებით შეივსო.
გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
მადლობა, ყველა მასწავლებელს იმ სიყვარულისთვის, ცოდნისთვის და სითბოსთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩუქნით თქვენს მოსწავლეებს“,- აცხადებენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ