სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა 
01-06-2023
-
+


ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განათლებასა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამიტომაც, სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

ამჯერად, სკოლის თვითმართველობისა და ისტორიის წამყვანი მასწავლებლის - ეკა ტალახაძის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომელიც რამდენიმე აქტივობას მოიცავდა.

თვითმმართველობის წევრებმა სკოლის დაბალი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს, გააცნეს 26 მაისის მოვლენები, განუმარტეს მისი მნიშვნელობა. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა, იმის შესახებ, თუ რა იცოდნენ 1918-1921წწ საქართველოს შესახებ. შედგა კონფერენცია თემაზე - „დამოუკიდებლობიდან ოკუპაციამდე“, მასში 18 მოსწავლე მონაწილეობდა. გარდა ამისა, მოეწყო მოსწავლეების თემატური ნამუშევრების გამოფენა. 

მოსწავლეებმა სიღრმისეულად შემდეგი საკითხები განიხილეს:

  • საქართველოს დამოუკუდებლობის გამოცხადების წინაპირობები;
  • 1918-1921 წწ. ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ მიღწევები;
  • სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • საკანონმდებლო ორგანოების შექმნა და დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ერთა ლიგის ურთიერთობა;
  • საქართველოს ოკუპაცია, ანექსია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა კედლის გაზეთებიც მოამზადეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტში ჩართულები იყვნენ მე-8 კლასის მოსწავლეთა მშობლები (დამრიგებელი მ.მიქაძე). მათი დახმარებით, სასკოლო ბანერი, პოსტერები, სკოლის აღსაზრდელების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა.

კონფერენციას მოსწავლეები, კათედრისა და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„საინტერესო და შემოქმედებითი დღე იყო ჩვენს სკოლაში.... ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ ჰყავს პროფესიონალი პედაგოგები და აქტიური თვითმმართველობის წევრები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პირველი, ქართულის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება“ - NAEC-ის ხელმძღვანელი ვადას ასახელებს

რა საკითხები შეხვდათ მასწავლებლებს ქართულის გამოცდაზე - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კლუბს სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სოფია შენგელია უხელმძღვანელებს

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება