სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სპორტულმა კლუბმა „ფენიქსმა“ სპორტული თამაშები გამართა
31-05-2023
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის გნმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის სასკოლო სპორტულმა კლუბმა „ფენიქსმა“ I, II და III კლასებში შიდასასკოლო სახალისო თამაშები, მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების გამოყენებით, განახორციელა. 

I კლასს ორი გუნდი - „ფენიქსი“ და „არწივი“ ჰყავდა. გაიმარჯვა გუნდმა „არწივმა“, ხოლო გუნდი „ფენიქსი“ გავიდა მეორე ადგილზე.  

II- III კლასებს შორის გაიმარჯვა გუნდმა „დელფინმა“, მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „პანტერა“. 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგ ლალი სალიასთან ერთად, აქტივობაში აქტიურად ჩართული იყვნენ სამივე კლასის ხელმძღვანელები - ნანა გიორგაძე, ირმა ვეკუა და ნათია  აბურჯანია. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

„პატარებში განწყობა იყო ხალისიანი, ერთმანეთის მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილი, იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, წარმოაჩინეს შესწავლილი მძლეოსნობის ტექნიკური ელემენტების ცოდნა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება