სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟდანოვის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
31-05-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლიდან ოთხი კურსდამთავრებული საზეიმოდ გააცილეს. 

მათთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. კურსდამთავრებულები შესაბამისად გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

გაიმართა ღონისძიებაც, რომელიც მე-12 კლასის დამრიგებელმა ლუსინე სიმონიანმა მოაწყო. მის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 4 კურსდამთავრებულს მომავალ სასწავლო წელს 4 პირველკლასელი ჩაანაცვლებს.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„მიუხედავად ამისა, რომ მოსწავლეები ძალიან აღელვებულები იყვნენ, თბილი სიტყვები უძღვნეს დირექტორს, მასწავლებლებს, დამრიგებელს და მათი დაწყებითი კლასის მასწავლებელს - სათენიკ ხალაჩიანს, მათმა წარმოადგინეს ულამაზესი ცეკვა მასწავლებლისა და დამრიგებლის მონაწილეობით. აქტივობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ნარინე თუმასიანის მოწვეულმა დათვმა. დარბაზი სავსე იყო სტუმრებით, მშობლებით და მასწავლებლებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება