სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული განათლების სიტემაში გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის შემდეგ“ - მიხეილ ჩხენკელი
03-05-2018
-
+


„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალ-ყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა „ძალიან სუსტი“ იყო:

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალ-ყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული განათლების სიტემაში მისი მინისტრობის შემდეგ. კერძოდ, ინტერნაციონალიზაციას და მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების დაფინანსების კუთხით. ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების სხვადასხვა მექანიზმი არის დანერგილი. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან პირველი და მეექვსე კლასების ჩათვლით სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება CERN-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა როგორც განათლების, ასევე მეცნიერების კუთხით განხორციელდა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას ყურადღებას არ აქცევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება