სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩემ შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა“ - გიორგი მარგველაშვილი
02-05-2018
-
+


„ჩემ შემდეგ განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.

მან ისაუბრა დავით სერგეენკოს წვლილზე ჯანდაცვის რეფორმაში. ასევე, ახსენა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე. გაიხსენა თავისი მინისტრობის პერიოდი განათლების სისტემაში და სწორედ ამ დროს აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის შემდგომ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა:

„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის, რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის, რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე; იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი, ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება