სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ნახეს
29-05-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

V კლასის მოსწავლეებს ქართული ენის მასწავლებელმა ნინო აზირაშვილმა იაკოგ გოგებაშვილის მოთხრობა - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ მრავალფეროვანი აქტივობებით შეასწავლა. შემდეგ, მოსწავლეები აღნიშნულ სპექტაკლზე ახალციხის თოჯინების თეატრში იმყოფებოდნენ. 

ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, მოსწავლეები ნანახი სპექტაკლით ძალიან კმაყოფილები და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყვნენ. 

„იაკობ გოგებაშვილმა თავის მხატვრულ შემოქმედებაში ბავშვის სულიერი ცხოვრების მრავალი საიდუმლოება გააშუქა, მაგრამ მის მოთხრობებს შორის განსაკუთრებულია „იავნანამ რა ჰქმნა?!“ ეს შესანიშნავი მოთხრობა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქართველ ახალგაზრდობაში. მშობლიური იავნანა, მისი საოცარი მელოდია ისეთ ემოციურ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება. ეს იყო ის სპექტაკლი, რომელიც სულში ჩაგწვდება და კიდევ ერთხელ დაგანახებს, თუ რა ძალა აქვს დედის ნამღერ იავნანას. ნასწავლმა მოთხრობამ და ნანახმა სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- გვიყვება მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება