სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
26-11-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად მიმღებლობას, შემწყნარებლობას, ერთმანეთის პატივისცემასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს და მოსწავლეებს შეახსენეს, რომ ტოლერანტობა განსხვავებულობის მიღებას, ერთმანეთის პატივისცემასა და ურთიერთგაგებას ნიშნავს. ეს არის უნარი, დავინახოთ და დავაფასოთ ის, რაც გვაერთიანებს, პატივი ვცეთ იმას, რაც ერთმანეთისგან განგვასხვავებს. სწორედ ეს ღირებულებები ქმნის მშვიდობიანი, თანასწორი და ჯანსაღი საზოგადოების საფუძველს. 

თარიღის აღსანიშნავად, 16 ნოემბერს, დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „ტოლერანტობა“, რომელსაც მოქალაქეობის მასწავლებელი გიგა გოგიძე უძღვებოდა.

შეხვედრა დატვირთული იყო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით. მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, განსხვავებულობის პატივისცემაზე, თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, გაგება და მხარდაჭერა.

მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ განსხვავებულობა საზოგადოების სიმდიდრეა და არა დაბრკოლება.

„გვახსოვდეს: სამყარო უფრო ლამაზი ხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს პატივს ვცემთ, ვიღებთ და გვიყვარს. ვიყოთ უფრო შემწყნარებლები, კეთილგანწყობილები და ემპათიურები - რადგან ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვა კი არა, ყოველდღიური არჩევანი და ცხოვრების წესია!“,- აღინიშნა ღონისძიებაზე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლობით გაჭიანურდა და პროექტების ღირებულებამ 2 მილიონს გადააჭარბა - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის - მთავრობის დადგენილება ძალაშია

ვულოცავთ ბაღდათის N1 საჯარო სკოლას, მის გულისხმიერ დირექციას, ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარ პედაგოგს
 

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ დისკუსიებსა და შეთავაზებულ აქტივობებში
 

მოსწავლე კონკურსზე საინტერესო იდეით წარდგა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება