სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მჯერა, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში გამორჩეულ წვლილს შეიტანთ“-  სავანეთის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ 13 კურსდამთავრებულისთვის დაირეკა
25-05-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ბოლო ზარი“ 13 კურსდამთავრებულისთვის საზეიმოდ დაირეკა, მათგან 11 აზერბაიჯანული, ხოლო 2 ქართული სექტორის მოსწავლე იყო. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

სკოლის დირექტორმა - ინგა მიქელაძემ მოსწავლეებს ეს დღე საზეიმოდ მიულოცა.

„განსაკუთრებული დღეა, რადგან სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა. თქვენ პირველ ნაბიჯს დგამთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელიც თავგადასავლებითა და ახალი გამოცდილებებით იქნება სავსე. მჯერა, რომ თქვენს არჩეულ პროფესიაში მიღწეული წარმატებით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში გამორჩეულ წვლილს შეიტანთ, ასახელებთ სკოლას, მასწავლებლებს, სოფელს. მთელი გულით გილოცავთ სკოლის დასრულებას, წარმატებებს, დასახული მიზნების ასრულებას, ბედნიერ და ლაღ მომავალს გისურვებთ“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება