სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა -  დემეტრე ჯიხაშვილმა და ილია ონიანმა  ჭიდაობა-ძიუდოში, რესპუბლიკურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
25-05-2023
-
+


ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლაში დემეტრე ჯიხაშვილისა და ილია ონიანის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

სკოლის მოსწავლეებმა ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტულ  სკოლაში,  ჭიდაობა-ძიუდოში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

42 კგ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმსახურა დემეტრე ჯიხაშვილმა, 38 კგ წონით კატეგორიაში კი მესამე ადგილზე გავიდა ილია ონიანი.

მოსწავლეთა მწვრთნელი ივანე ონიანი გახლავთ. 

დირექცია,ადმინისტრაცია,მასწავლებლები და მოსწავლეები ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალ გამარჯვებებს უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს წარმატებულ ასპარეზობას. კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს მოჭიდავე მოსწავლეებს და მათ მწვრთნელს ბატონ ივანე ონიანს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ  ჟახუნდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზეც აისახება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება