| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები და გაკვეთილები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს.
მათი ხელმძღვანელი შორენა გობაძე გახლდათ.
„მათ გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები და ვაჟას შესახებ შეგროვებული ცნობები, აუდიტორიას გააცნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების, დამოუკიდებელი აზროვნების, შემოქმედებისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.
მსგავსი პრეზენტაციები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს