| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები, მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-8 ბ კლასში, ფიზიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების - „სამთო ქოხი მყინვარწვერის გზაზე“ - პრეზენტაცია ჩატარდა.
კლასის ხელმძღვანელი და საგნის მასწავლებელი - ირინა ალავიძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალება ცხოვრებისეულ სიტუაციასთან იყო დაკავშირებული.
„დავალება მოსწავლეებისგან მოითხოვდა სხვადასხვა ცოდნათა (ბიოლოგიიდან, გეოგრაფიიდან, ქიმიიდან) ინტეგრირებულად გამოყენებას, ექსპერიმენტის ჩატარებას და შემოქმედებითი პროდუქტის-პოსტერის ან PowerPoint-პრეზენტაციის შექმნას, რომელშიც უნდა აესახათ, თუ რა პრობლემებს ქმნის მთაში მოგზაურობა, აეხსნათ ფიზიკის თვალსაზრისით და მიეცათ რჩევები მთაში წამსვლელი გამოუცდელი ტურისტებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და დავალება მონდომებით შეასრულეს.
„ვფიქრობ, ეს ყოველივე მოსწავლეთა უმრავლესობამ წარმატებით შეძლო, რასაც მოწმობდა მათი წარმოდგენილი მოდელები და პრეზენტაციები“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე - თამილა თუთბერიძე. მათ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება