| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პირველკლასელები სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ.
დღეს, 25 მაისს სკოლაში „ანბანის გაცილების“ ღონისძიება ჩატარდა. პირველკლასელებმა, პედაგოგების თამარ სეფაშვილისა და ინგა გორგაძის ხელმძღვანელობით სასკოლო საზოგადოებასა და მოსწავლეთა მშობლებს წარუდგინეს დახვეწილი კალიგრაფიით შესრულებული ქართველ პოეტთა ლექსების სტროფები. ლექსებიდან ამონარიდები ბავშვებმა ჩააკრეს ალბომში და დაასურათეს.
პირველკლასელებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და ქართული დამწერლობის უნიკალურობის შესახებ. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები ანბანზე, დედა ენაზე, ქართული ენის შესაძლებლობებზე... ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარი და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს თოჯინური სპექტაკლი - „თხამ ვენახი შეჭამა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს აქტივობა განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა მოწაფეებისთვის. ფარდის, სცენის მიღმა ერთმანეთს ენაცვლებოდა თხისა თუ მგლის, თოფისა თუ ჟანგის, თაგვისა თუ კატის თოჯინები და პირველკლასელებიც მონდომებით მიჰყვებოდნენ ლექსის სიუჟეტს.
დასასრულს, მოსწავლეებმა შეასრულეს ყველასათვის საყვარელი სიმღერა - „დედა ენა“.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება