სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სავალ გზებს დაგილოცავთ, ახალგაზრდებო“- კერძო სკოლა „ანაბასისში“ „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
24-05-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მე-12 კლასის მოსწავლეებს დაემშვიდობნენ. ისინი, წლების განმავლობაში, სწავლობდნენ
გარემოში, სადაც მათზე ზრუნავდნენ და ღირსეულად მოქალაქეებად აღზარდეს. 


კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ისინი საუკეთესო სურვილებით, დიდი სიყვარულით, გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სასკოლო ცხოვრების „ბოლო ზარი“ დაირეკა ანაბასისელი მეთორმეტეკლასელებისთვის! ემოციებით დატვირთული დღე, ერთდროულად მოგონებებითაცაა დატვირთული და სიახლეების მოლოდინითაც! რამდენი ოცნების ბილიკი გასულა ანაბასისის ეზოდან, რამდენი წარმატება, ფიქრი თუ რჩევა გაჰყოლია დაფრთიანებულთა მეხსიერებას.
ახლა ამ ახალგაზრდებმა უნდა გადაშალონ ცხოვრების წიგნის ახალი ფურცელი და შეავსონ თავიანთი საინტერესო და წარმატებული ისტორიებით. სავალ გზებს დაგილოცავთ, ახალგაზრდებო!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება