სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოცხალი სამყარო“ და მეცნიერული კვლევა-ძიება საერო სკოლა „ფარნავაზის“ მოსწავლეთა გაკვეთილზე
24-05-2023
-
+


ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის IV კლასში, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე თემაზე - „ცოცხალი სამყარო“ საინტერესო აქტივობა გაიმართა.

გაკვეთილი ასევე მეცნიერული კვლევა-ძიების საკითხს მოიცავდა.

„თემის ფარგლებში, დაკვირვებას ვახდენთ ერთწლოვანი მცენარის-ლობიოს სასიცოცხლო ციკლზე. ლობიოს სასიცოცხლო ციკლის პირველ ეტაპს (თესლის მოთავსება ნიადაგში; აღმონაცენის ფესვის და ღეროს ზრდა, რომელსაც მალევე ფოთლები უვითარდება) მოსწავლეები საკლასო ოთახიდან აკვირდებოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, დაკვირვების ობიექტი (ახალგაზრდა ლობიო) გავიტანეთ სკოლის ეზოში“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეები ხშირად მოინახულებენ ხოლმე „მეგობარ ლობიოს“, ეფერებიან და ტკბებიან ზრდის პროცესის ხილვით. ახალგაზრდა ლობიოს“ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ „ზრდასრულ მცენარედ“ გადაიქცევა. ჩვენც მივყვებით ფეხდაფეხ და ვგულშემატკივრობთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

„მადლობა, რომ ერთად ვაშენებთ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“ 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება