სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ ჩემთვის დაუვიწყარი მასწავლებელი, დედასავით მზრუნველი ხართ“ - სპორტის პედაგოგ მელანია დოლიძეს მოსწავლეებმა ემოციური წერილები მიუძღვნეს
24-05-2023
-
+


სპორტის მასწავლებელი - მელანია დოლიძე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის თავის მოსწავლეებს სპორტის სიყვარულის გარდა, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობას ასწავლის.

ბავშვები მასში ამ მონდომებას,  კეთილგანწყობას ყოველთვის ამჩნევენ და აღნიშნავენ.

ეს მკვეთრადაა გამოხატული პირველკლასელთა წერილებში, რომლებიც პედაგოგს მიუძღვნეს.

აღნიშნულ ნაწერებში ჩანს მოსწავლეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა პედაგოგისადმი.

1-ელი კლასის მოსწავლეები მას მოიხსენიებენ: კეთილ, მზრუნველ და თბილ მასწავლებლად.

„ჩემი მასწავლებელი არის თბილი და ყურადღებიანი. მან სპორტი შემაყვარა“, - წერს ერთ-ერთი მოსწავლე.

მათ სიყვარულსა და სითბოს პედაგოგი შემდეგნაირად პასუხობს:

„ამ ბოლოს ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან ამაყი და თავდაჯერებული ვარ, თუმცა როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ, არ ვიყო ამაყი, არ ვიყო ბედნიერი და თუნდაც თავდაჯერებული იმაში, რომ სულ რაღაც 9 თვის განმავლობაში, თქვენი ასეთი დიდი სიყვარული და ყურადღება დავიმსახურე, მე უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა ამ ყველაფრის თანაზიარი თქვენთან ერთად ვხდები. თქვენ ყველამ კარგად შემიცანით და უანგაროთ შემიყვარეთ, ზუსტად ისევე, როგორც მე თქვენ. სიტყვები უძლურია იმ გრძნობის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ფურცლის წაკითხვისას განვიცდიდი, არ მინდა სენტიმენტალური ვიყო, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ, ღმერთია მოწამე, ისეთი გულწრფელი ემოციები მოდის ყველა ფურცლიდან, რომ თავს ვერ ვერევი.

ამ ყველაფრისთვის მინდა უდიდესი მადლობა მოგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და ასევე უფალს, რომ ეს ყველაფერი შემაძლებინა. დალოცვილები, ბედნიერები, წარმატებულები ყოფილიყავით, ცხოვრების სავალ გზაზე და თუ უფალმა ინება და ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა მე უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნები. მიყვარხართ და მეიმედებით“, - ამბობს პედაგოგი, მელანია დოლიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მასწავლებლებს ვადა 2029 წლის 1-ელ იანვრამდე აქვთ

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება