სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
24-05-2023
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება მოეწყო. 

მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, ეს დღე ძალიან ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე პედაგოგებისთვისაც. 

კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ, რომლებიც დღის ბოლოს მისალოცი წარწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

დირექცია და პედკოლექტივი, კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულით ულოცავენ სკოლის დასრულებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

„ბედნიერი ბავშვობის 12 წელი. სკოლა და სკოლის პერიოდი დაუვიწყარი და წარუშლელია ჩვენი მეხსიერებიდან. ქვემო ვაშლოვანის პედაგოგიური კოლექტივმა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა კურსდამთავრებულების მიმართ და გზა დაულოცა მომავლისაკენ.

თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ აი ამ გზაზე.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.

თქვენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ, წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ.

დიდ მიღწევებს, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!

თქვენთან ერთად ვიზიარებთ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს!“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე და სასკოლო საზოგადოების სახელით ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ულოცავს სკოლის დამთავრებას.  

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება