| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
სკოლაში სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში შეჯიბრი მინიფეხბურთში, ორ კატეგორიაში გაიმართა, სადაც VIII და VI ა კლასებმა გაიმარჯვეს.
მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ, ასევე მოსწავლეებმა სიგელები სხვადასხვა ნომინაციაში მიიღეს.
მათი გზავნილი იყო - „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით“.
სპორტის მასწავლებლები: მურმან კონცელიძე, რამინ კონცელიძე და თამილა მაკარაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და აქტივობები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა