სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩინოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
24-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი - ია რიონიძე გახლავთ, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.

მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სხვადასხვა ემოცია - სიხარული და სევდა აღძრა.

ბავშვებმა, ასევე პედაგოგთა ამაგიც არ დატოვეს აღნიშვნის გარეშე, რომლებსაც მათ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

სასკოლო საზოგადოებამ კი ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაზე წარმატება უსურვა.

„დღეს უჩვეულო დღეა. ჩვენი სკოლა კიდევ ერთხელ აქცევს ისტორიის კუთვნილებად კიდევ ერთ საწავლო წელს, რომელმაც დაფრთიანებული ჩიტები ასაფრებ ბილიკზე დააყენა. მე-12 კლასის მოსწავლეებმა დღეს უკანასკნელად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, ბოლო წინადადება დაწერეს დაფაზე. 12 წლის წინ დაფაზე ეწერა „მოგესალმებით პირველ კლასელებო“ დღეს იმავე დაფაზე წერია: „მშვიდობით საყვარელო სკოლავ-  ეს ლიტონი სიტყვები როდია ეს გამომშვიდობებაა განვლილ 12 წელთან, აღმზრდელ მასწავლებლებთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება