სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასე უყვარდათ საქართველოში“-მარადისობაში გადასული სიყვარულის ისტორიები“ - შემოქმედებითი საღამო ხუცუბნის საჯარო სკოლაში
24-05-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში, შემოქმედებითი საღამო მოეწყო, თემაზე - „ასე უყვარდათ საქართველოში“- მარადისობაში გადასული სიყვარულის ისტორიები“.

საღამო, ქართული ენისა და ლიტერატურის შემოქმედებითი წრის - „ანთებული კელაპტრი“ ორგანიზებითა და მასწავლებელ ეთერ შაქარიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოზე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი საზოგადო  მოღვაწეების - დიდი ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, მეფე ლაშა-გიორგის, ნინო ჭავჭავაძე-გრიბოედოვის, სიმონ ჩიქოვანის  სასიყვარულო თავგადასავლები.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საინტერესოდ გადმოსცემდნენ თითოეული პიროვნების ნამდვილ ამბებს და მათდამი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს, მოსწავლეებმა - ლანა თხილაიშვილმა, სალომე მჟავანაძემ, ნინო ანთაძემ, ლინდა ემირიძემ, ლიზი თხილაიშვილმა, ანანო ხელაძემ, ლიზი ჟიჟავაძემ, ლიზი ბლადაძემ, ერეკლე სურმანიძემ, მარი მოწყობილმა, ანანო ემირიძემ, ავთო ჯინჭარაძემ, თათია მესხიძემ,  ანუკი ემირიძემ, ნათია და მარიამ ესელიძეებმა, ლიზი ქათამაძემ, ნინია ჯინჭარაძემ, ლიზი მანელიშვილმა, ელენე  თხილაიშვილმა, ანანო მჟავანაძემ,  ბაია მეგრელიძემ და ელენე ხინიკაძემ.

„წარმოდგენილმა საღამომ ერთი ლამაზი ისტორია ჩაწერა ხუცუბნის სკოლის ცხოვრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება