სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აქტიური გაერემოსდამცველები კურსების საჯარო სკოლიდან
23-05-2023
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „ახალი თაობა“ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ჩართულობით, დასუფთავების აქცია და გარემოს დაცვის თემაზე საინფორმაციო კამპანია მოაწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების კამპანიის განხორციელება უამინდობის გამო დაგვიანდა, თუმცა მათ მისი ჩატარება მაინც შეძლეს.

„მოსწავლეებმა, მშობლების დახმარებით, საინფორმაციო პოსტერები და ბანერები გამოაკრეს სოფელ კურსებში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაასუფთავეს. პასუხისმგებელი პირი თამარ აბესაძე-მემარნე გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაგეგმილი აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში და ზოგადად, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში.

აქტივობა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება