სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა „ანბანის ზეიმი“ 
23-05-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. 

პატარა მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ, რითაც საგაკვეთილო პროცესს მრავალფეროვანს ხდიან. პირველკლასლები კი სწავლის დიდი სურვილით გამოირჩევიან, მათ ანბანი მონდომებით შეისწავლეს. 

ახლა კი კლასში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა, მოსწავლეებმა ნასწავლი გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ორგანიზატორი ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი იყო.

„მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, პრეზენტაცია კი დედაენის ჰიმნით დაასრულეს. დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ იურა იაილოიანს, კონსულტანტ მასწავლებელს - თამილა კობიაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება