სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ოპიზას“ დირექტორმა „ბოლო ზარი“ კურსდამთავრებულებთან ერთად ორიგინალურად აღნიშნა
23-05-2023
-
+


კერძო სკოლა „ოპიზაში“ მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. იქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ხარისხიანი განათლება, ასევე ახალგაზრდების მოტივირება და სწორი მიმართულებით წაყვანა. 

ამისთვის კი, პროფესიონალი დირექტორი - შავლეგ ურუშაძე და პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ. მათი თბილი დამოკიდებულების გამო, მე-12 კლასში მოსწავლეებს სკოლასთან განშორება უჭირთ. კურსდამთავრებულებთან დამშვიდობება ამჯერადაც ემოციური იყო, მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

აღსანიშნავია, რომ „ოპიზაში“ ამ დღესთან დაკავშირებით, ერთგვარი ტრადიცია აქვთ - თეთრ პერანგებში არამხოლოდ კურსდამთავრებულები, სკოლის დირექტორიც გამოეწყო.

შავლეგ ურუშაძის თქმით, როდესაც თავად სკოლა დაამთავრა, მისთვის ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უნდა ეს დღე ყოველ წელს ისევე შეიგრძნოს და სიხარული მოსწავლეებთან ერთად გაიზიაროს. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ასე შემოსვა კურსდამთავრებულებთან მეტად აახლოვებს. 

„ოპიზაში“ მე-12 კლასელებს ყოველ წელს მოკრძალებულად, მაგრამ უდიდესი სიყვარულით აცილებენ. რასაკვირველია, წელსაც ასე მოხდა. ამ ყველაფერში კი დიდი წვილი სწორედ შავლეგ ურუშაძეს მიუძღვის, ის 2011 წლიდან მასწავლებელია და „ბოლო ზარის“ დროს მაშინაც მოსწავლეთა მსგვსად იმოსებოდა. აღსანიშნავია, რომ რაც დირექტორია, სკოლიდან უკვე მეშვიდე მე-12 კლასი გააცილა. 

შავლეგ ურუშაძე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება