სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ემოციური „ბოლო ზარი“ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში
23-05-2023
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„სევდა...სიხარული...ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები...უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები...
და, მაინც, გამორჩეულად ლამაზი დღე, დღე „ბოლო ზარისა" ჩვენს მეთორმეტეკლასელებთან ერთად, საოცრად ემოციური დღეა ჩემს ცხოვრებაში. რა შემიძლია ვუსურვო ბავშვებს?! - ისეთი ცხოვრება, რომელშიც ოქროს ასოებით ამოიქარგება მათი თითოეული ნაბიჯი, ისეთი მომავალი, რომელიც გაალამაზებს თითოეულ მათგანს.
ვუერთდებით ამ ამაღლებულ განწყობას და ჩვენს კურსდამთავრებულებს ვუსურვებთ, სჯეროდეთ საკუთარი წარმატებისა იმაზე მეტად, ვიდრე ჩენ გვჯეროდა.
მასწავლებლების გზავნილი მარადიულია...
გვიყვარხართ“- წერია სკოლისა და კლასის ხელმძღვანელის ლელა ჭყონია-თალაკვაძის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება