სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს“- მეკეიძეების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს დაემშვიდობნენ
23-05-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათი კლასის ხელმძღვანელი და ღონისძიების ორგანიზატორი იაგულ აბულაძე იყო.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„არ შემიძლია არ მოვეფერო, ჩემს სკოლას, პედკოლექტივსა და სკოლის აღსაზრდელებს. განსაკუთრებით კი, მე-12 კლასის მოსწავლეებს. ძვირფასო კურსდამთვრებულებო, თქვენთვის განსაკუთებული დღეა და ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე! თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. გვჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს! თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი უფლებებითა და ამავდროულად, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ, აი, ამ გზაზე. გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით და რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენ სამშობლოს ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, თქვენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ, წინ უამრავი სასიხარულო დღე გელოდებათ. დიდ მიღწევებს, წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ! თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს! მეკეიძეების დირექცია და პედკოლექტივი დიდი სიყვარულით დაგილოცავთ სტუდენტობისაკენ მიმავალ გზებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდოები და ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

სასურველ სკოლაში პირველკლასელის მისაღებად მიმართეთ დირექციას - რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისიდან იწყება

პიჯაკს, შარვალს, ქვედაბოლოს ცალ-ცალკე ფასი ექნება - მინისტრი სასკოლო ფორმის დეტალებზე

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

გამორჩეული შესრულების წყალობით, მოსწავლემ კონკურსზე პირველი ადგილი და საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა

სასწავლო წლის შეჯამებისას დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გიმნაზიის პედაგოგებს

ვიზიტმა მათ საშუალება მისცა, შეხებოდნენ იმ ფასეულობებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის იდენტობას

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა მორიგი საერთაშიროსო აღიარება მოიპოვეს
 

„ნუ გადადებ ხვალისთვის - გახდი ჩვენი დიდი და მეგობრული ოჯახის წევრი“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება