სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველის დღესთან დაკავიშრებით, „ვეფხისტყაოსანს“ ხოტბა შეასხეს
23-05-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება იმართება, მათ შორის აღსანიშნავია,  რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი წარმოდგენა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნელი გიგაურის ხელმძღვანელობით გააცოცხლეს ეპოქა „ვეფხისტყაოსნისა“.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს დიდი წიგნია, ქართველი ხალხის სულიერი საზრდო და ერის იდენტობის აღმნიშვნელი. ეს წიგნი ქართველი ერის ხასიათსა და ზნე- ჩვეულებებს  აყალიბებს.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ნიკო ლორთქიფანიძის სიტყვები მოიშველიეს -  „სიტყვა, სიტყვად სწეწდა, ეალერსებოდა, ხელისგულზედ აგოგმანებდა „ვეფხისტყაოსანს“ და ამით თვრებოდა ერი“. 

„არსებობს ღვინით თრობა, ალკოჰოლითა და სხვა ნივთიერებებით თრობა, მაგრამ... მეგობრებო შეკითხვას გისვამთ: გაგიგიათ წიგნით თრობა, მოყოლილი ამბით თრობა ? - ეს რუსთაველია, ეს „ვეფხისტყაოსანია“ , - აღნიშნეს სკოლაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასე შთამბეჭდავად შეასხეს ხოტბა ქართველი ერის საგანძურს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ, ვის უფრო მეტ სტრიქონი ჰქონდა ნასწავლი და ვინ მეტი აფორიზმი იცოდა. 

„დღე იყო აღმატებული, ქართული სულის ზეიმის დღე! დღე ქართული იდენტობის და სიყვარულის“, - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება