სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული კულტურისა და ისტორიის ზეიმი თბილისის N108 საჯარო სკოლაში 
23-05-2023
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსი წარადგინეს, სხვადასხვა მასალისგან (თიხა, პლასტელინი, მუყაო, ხე და სხვ.) ეროვნული კერძები, სახლები, სამეურნეო იარაღები დაამზადეს. ასევე, შექმნეს ეროვნული სამოსის ესკიზები, შეასრულეს ხალხური ცეკვები და სიმღერები. გარდა ამისა, დაამზადეს ბუკლეტები, წარადგინეს პრეზენტაცია იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ქართული მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლების, პრეზენტაციებისა და დოკუმენტური მასალის მეშვეობით, ეროვნული სამოსის შექმნის ისტორიას, დამზადების ტექნოლოგიას, ტრადიციული სამოსის შემადგენელ ატრიბუტებსა თუ აქსესუარებს გაეცნენ.

„18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და წინაპართა მიერ გადმოცემული მემკვიდრეობის გაფრთხილება-შენახვაა. 
სკოლაში ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის ზეიმი იყო, რომელშიც ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება. მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოირგეს ეროვნული სამოსი - ზოგმა პაპა-ბებიების დანატოვარი, ზოგმა ფოლკლორული ანსამბლებიდან შემორჩენილი, ზოგმა სხვადასხვა დღესასწაულისთვის შეკერილი. ეს იყო ერთი საოცარი დღე, ძველი სახლების სკივრებსა და გარდერობებში შენახული მოგონებების გამომზეურების დღე, იგრძნობოდა სიხარული, ენთუზიაზმი და, რაც მთავარია, მოსწავლეთა გაბრწყინებული თვალებიდან გადმოღვრილი სითბო, ბედნიერება და სიყვარული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება