| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელთა გაცილება ტრადიციისამებრ აღინიშნა.
მე-12 კლასელები ჩვეულებისამებრ „ბოლო ზარის“ დღეს, მშობლიური სკოლის ეზოში ხეს რგავენ და მას პირველკლასელებს უტოვებენ მოსავლელად - ეს სკოლის საუკეთესო ტრადიციად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიცია არც წელს დარღვეულა, კურსდამთავრებულებმა პატარა მეგობრებთან ერთად სკოლის ეზოს ახალი სიცოცხლე შემატეს.
ამით, პატარები კარგ მაგალითს იღებენ უფროსი თაობისგან და ბუნების სიყვარულსაც სწავლობენ.
მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, ემოციებით დატვირთული იყო, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
რასაკვირველია, საუკეთესო სურვილები, თორმეტწლიანი სწავლებისა და სკოლაში გატარებული დღეების გასახსენებლად, კურსდამთავრებულთა თეთრ მაისურზე შემორჩა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორც კურსდამთავრებულთათვის, ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება