სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა
23-05-2023
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, სხვადასხვა საკითხზე საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში გარემოსადაცვითი კვირეულის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ კონფერენციაზე წარადგინეს ძალიან საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, როგორც გარემოსდაცვით, ასევე პრაქტიკული და გამოყენებითი ქიმიის საკითხებზე; ასევე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ელექტრომაგნიტური გამოსხივება ყოფა-ცხოვრებაში და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„მოსწავლეთა ინტერესების დიაპაზონზე მეტყველებს მოხსენებების ჩამონათვალიც:

• არაბეთის ქვიშიდან ვიტრაჟის ხელოვნებამდე;

• პური და შოკოლადი;

• ენერგომატარებლები და მსოფლიო გლობალური პოლიტიკა;

• საღებავები და საღებრები;

• სტეროიდული საგა;

• ქიმია და კოსმეტიკა;

• ცხოვრება საკვები დანამატების გარეშე;

• ზნეობრივი დილემა-მეცნიერული აღმოჩენები და მილიტარიზაციის პრობლემა;

• გენური ინჟინერია და გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები;

• ინვაზიური სახეობები და მათ მიერ მიყენებული ზარალი;

• გარემოს ქიმიური დაბინძურება და მისგან გამოწვეული პრობლემები;

• ქიმია და მდგრადი განვითარება;

• პლასტმასები-კომფორტის ზონიდან არაკომფორტულ ზონაში;

• ელექტრომაგნიტური ტალღები ჩვენს რეალობაში;

• როკენ-როლის რიტმები და ადამიანის ორგანიზმი“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო ელექტრონული რესურსები წარადგინეს.

ეს მოსწავლეები არიან: ლუკა პერანიძე (9/2 კლასი), ლუკა ცირეკიძე (9/2 კლასი), მათე ჭოღოშვილი (9/3 კლასი), ოთარ ლაღაძე (9/3 კლასი).

კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა.

„აქ წარმოდგენილი რამდენიმე მოხსენება შეირჩა და მონაწილეობას მიიღებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მოსწავლეთა კონფერენციაში (ქიმიის მიმართულება)“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სასკოლო საზოგადოება ახალგაზრდების წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება